თუ ხელისუფლებას რევოლუცია მოენატრა, ეს იქნება სიტყვის თავისუფლების რევოლუცია - თაკო ჩარკვიანი

საქართველო, თბილისი - 17:20 | 02.03.2017
ნანახია: 3541

უზენაეს სასამართლოსთან ,,რუსთავი 2“ -ის მხარდამჭერ აქციაზე პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იმყოფებიან.

პუბლიცისტის თაკო ჩარკვიანის შეფასებით, რამდენად უკიდურესად სუბიექტურადაც არ უნდა თვლიდე მედია საშუალებას, ის არ უნდა დაიხუროს. 

“მე მაქვს პოზიცია, რომ არასახელმწიფოებრივი, არაგონივრული, პოლიტიკურად სრულიად წამგებიანი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ შეეხოს ,,რუსთავი 2“ -ს. რაოდენ უკიდურესად სუბიექტურადაც არ უნდა თვლიდე მედია საშუალებას, ის არამც და არამც არ უნდა დაიხუროს. თუ ხელისუფლებას რევოლუცია მოენატრა, ეს იქნება სიტყვის თავისუფლების რევოლუცია,“ - განაცხადა ჩარკვიანმა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე