სასამართლოს გადასაწყვეტია გადაიჩეხება თუ არა „რუსთავი 2“ უფსკრულში - ზაალ უდუმაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:30 | 02.03.2017
ნანახია: 1683

სასამართლოს გადასაწყვეტია გადაიჩეხება თუ არა ტელევიზია უფსკრულში, ამის შესახებ კურიერის წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა „რუსთავი 2“- ის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის თავისუფალი ხალხის ქვეყანა და სწორედ მათზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავალი. 

„მივმართავ მოსამართლეებს, იყავით გაბედულები, იყავით მტკიცეები. ნურავინ ნუ გაიძულებთ შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ თქვენზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავალი. ეს ქვეყანა ეკუთვნის ამ ხალხს და არა ერთ ან ორ რომელიმე ოლიგარქს და მის დაქვემდებარებულ ხელისუფლებას, რომელსაც სურს, რომ ეს ქვეყანა ჩრდილოეთ კორეად გადააქციოს. არ იქნება ეს ქვეყანა კორეა. იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი ხალხის ქვეყანა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე