თბილისს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვია

საქართველო, თბილისი - 15:18 | 02.03.2017
ნანახია: 1288

თბილისს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვია. დელეგაციას გენერალი პეტერ პაველი ხელმძღვანელობს. ოფიციალური ვიზიტი 2-დღიანია. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან.

შეხვედრების მთავარი თემებია - ურთიერთობების გაღრმავება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ერთობლივი სწავლებები, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, შავი ზღვის უსაფრთხოება. სტუმრები მოინახულებენ გორის თავდაცვის აკადემიას და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თქმით, ვიზიტი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განვითარების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე