თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციის დასკვნით ეტაპზე გადასვლა მიულოცა

საქართველო, თბილისი - 14:46 | 01.03.2017
ნანახია: 1162

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციის დასკვნით ეტაპზე გადასვლა მიულოცა - ევროპარლამენტში უვიზომიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია დღეს გაიმართება. 

„დღეს, ევროპარლამენტში ხდება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიანმნოიშვნელოვანი მოვლენა და პრინციპში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასკვნითი ეტაპი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. სულ მალე, მარტის თვის ბოლოს, ჩვენი მოქალაქეებიშეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავია და კიდევ ერთხელ გვინდა მივულოცოთ საქართველოს მოქალაქეებს ესძალიან მნიშვნელოვანი თარიღი," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.  

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე