პარლამენტმა "ფარულ მოსმენებზე" კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 14:39 | 01.03.2017
ნანახია: 1141

პარლამენტმა "ფარულ მოსმენებთან" დაკავშირებით კანონპროექტი დაამტკიცა. დეპუტატებმა კენჭი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონპროექტს და მის თანმდევ ცვლილებათა პაკეთებს უყარეს.

ცვლილების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. სააგენტოს უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი. სააგენტოს უფროსის კანდიდატი შეირჩევა სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც შედგება შვიდი წევრისგან. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიან: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - კომისიის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; სახალხო დამცველი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე