ქაბულში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ”თალიბანმა” აიღო

საქართველო, თბილისი - 13:42 | 01.03.2017
ნანახია: 1222

რადიკალურმა მოძრაობა ”თალიბანმა” ავღანეთის დედაქალქში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო.

დაჯგუფების მებრძოლებმა თავდასხმა სამ ობიექტზე განახორციელეს. ტერორისტები მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცას ავრცელებენ, რასაც ხელისუფლება ჯერჯერობით არ ადასტურებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში პოლიციის სამმართველოსთან მოიყვანა, რასაც ძალოვანებსა და ტერორისტებს შორის შეტაკება მოყვა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე