”ისლამური სახელმწიფოს” მეთაურმა თანამებრძოლებს გამოსამშვიდობებლი სიტყვით მიმართა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 01.03.2017
ნანახია: 1789

ტერორისტული დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” მეთაურმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ თავის მიმართვაში ბოლო საბრძოლო მოქმედებებში დამარცხება აღიარა და მომხრეებს მთიან რაიონებში გამაგრებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ტელეარხი Alsumaria წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

ალ-ბაღდადიმ თავის მიმართვას გამოსამშვიდობებლი უწოდა და ის ”ისლამური სახელმწიფოს” მქადაგებლებს შორის გაავრცელა. წყაროს ცნობით, მქადაგებლები დამარცხებებზე ალაპარკდნენ, რომელსაც დაჯგუფება ნაინავის პროვინციასა და ერაყის სხვა კუთხეებში განიცდის.

”მიმართვა ასვე შეიცავდა ტერორისტებისადმი მოწოდებას... გაემართნონ ერაყისა და სირიის მთიან, ძნელადმისადგომ რაიონებში”, - განაცხადა წყარომ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით,  ”ისლამური სახემწიფოს” ხელმძღვანელები დასავლეთ მოსულს ტოვებენ.

მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა საერთაშორისო კოალიციის დახმარებით 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. ამჟამად ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი თავისუფალია.

თებერვლის შუა რიცხვებში მოსულის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლება დაიწყო. 24 თებერვალს ერაყის არმია დასავლეთ მოსულის საცხოვრებელ კვარტლებში შევიდა. შეირაღებული ძალები მთლიანად აკონტროლებენ აეროპორტსაც.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე