გიორგი მარგველაშვილს ალექსანდრე ლუკაშენკომ უმასპინძლა

საქართველო, თბილისი - 13:04 | 01.03.2017
ნანახია: 1167

საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბელარუსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილს ბელარუსმა კოლეგამ ალექსანდრე ლუკაშენკომ უმასპინძლა.

ოფიციალურ ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები და პრეზიდენტებმა ბელარუსის სახელმწიფო დროშასპატივი მიაგეს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, სახელმწიფო მეთაურებმა ერთმანეთს ბელარუსის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციებისწარმომადგენლები გააცნეს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომდამოუკიდებლობის სასახლის საზეიმო ცერემონიების დარბაზშიერთობლივი ფოტო გადაიღეს.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე