საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 12:37 | 01.03.2017
ნანახია: 1248

შეწყალების საკითხთა კომისიამ 2017 წლის 16 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 890 პირისსაკითხი განიხილა.

შეწყალების საკითხთა კომისიის ზემოაღნიშნულ პერიოდში მუშაობის შედეგად საქართველოს პრეზიდენტმა2017 წლის პირველ მარტს 157 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 8 ქალბატონმსჯავრდებულს და 1 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.

93 მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან  გათავისუფლდა, რომელთაგან 6 ქალბატონიდა 1 არასრულწლოვანია.

შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, მათ შორის 2 ქალბატონს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე