აშშ-ში ტორნადოს ორი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:35 | 01.03.2017
ნანახია: 1256

ტორნადოს სულ მცირე ორი ადამიანი  ემსხვერპლა აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში.

ერთი ადამიანი ილინოისის შტატის ქალაქ ოტავაში დაიღუპა, მას ხე დაეცა. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლებიც.

კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა მისურის შტატში.

ABC News-ის ცნობით, ტორნადომ ძლიერად დააზიანი ათამდე საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაზარებულ რაიონში სამაშველო ჯგუფები გაგზავნა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე