საფრანგეთში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი ოთხი გოგონა დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:31 | 01.03.2017
ნანახია: 1355

საფრანგეთის პოლიციამ ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი ოთხი მოზარდი გოგონა დააკავა. ფრანგული პრესის მიხედვით, ისინი ცნობილი ჯიხადისტის რაშიდ კასიმის მომხრეები არიან.

დაკავებულებიდან ყველაზე უფროსი 18 წლისაა, უმცროსი კი  -14-ის.

საფრანგეთის პროკურატურა მიიჩნევს, რომ გოგონები განიხილავდნენ ძალადობრივი აქციების შესაძლებლობას და სავარაუდოდ აპირებდნენ სირიასა და ერაყში ”ისლამურ სახელმწიფოსთან ” შეერთებას.

მოზარდები რაშიდ კასიმის  Telegram-ის პერსონალური გვერდის მომხმარებლები იყვნენ. საფრანგეთის კანონმდებლობით რადიკალური მიმართულების ინტერნეტ-საიტებით სარგებლობა კანონსაწინააღმდეგო და დასჯადია.

რაშიდ კასიმი ”ისლამური სახელმწიფოს” ოდიოზური ფიგურაა. ის საფრანგეთში მკველელობების ერთ-ერთი ორგანიზატორია, ცნობილია სირიაში ტყვეების საჯაროდ დასჯითა და ”ისლამური სახელმწიფოს” ვიდეორგოლების პროპაგანდით. ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით მოზარდების გადაბირებით.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე