ფრანგმა სნაიპერმა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას ორი ადამიანი დაჭრა

საქართველო, თბილისი - 10:07 | 01.03.2017
ნანახია: 1515

ფრანგმა პოლიციელმა სნაიპერმა შემთხვევით ორი ადამიანი დაჭრა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სიტყვით გამოსვლის დროს.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოლანდი ქალაქ ვილიონიონში რკინიგზის ახალი მონაკვეთის გახსნაზე სიტყვით გამოდიოდა.

სნაიპერი შენობის სახურავზე იმყოფებოდა, ზოგიერთი მონაცემებით მას ფეხი დაუცურდა და სასხლეტს ხელი შემთხვევით დააჭირა.

რკინიგზის კომპანიის თანამშრომელი და ოფიციანტი მსუბუქად დაიჭრა.

გასროლის გამო ოლანდის სიტყვა დროებით შეწყდა, თუმცა პანიკას ადგილი არ ჰქონია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე