მეუფე პეტრე ცაავამ ეკლესიის წესები უხეშად დაარღვია - მამა გიროგი ზვიადაძე

საქართველო, თბილისი - 09:51 | 01.03.2017
ნანახია: 1725

არ შეიძლება, სინოდის გარეშე, პატრიარქთან შეთანხმების გარეშე მღვდელმთავარმა მის თავს ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება მისცეს,- ამის შესახებ მამა გიორგი ზვიადაძემ "რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მეუფე პეტრე ცაავამ მსგავსი ქმედებით ეკლესიის წესები უხეშად დაარღვია.

"ეს არის სამართლებრივი კანონიკური ნორმების უხეში დარღვევა. პატრიარქთან და წმინდა სინოდთან შეთანხმების გარეშე. მას ეს საკითხები უნდა წამოეჭრა სინოდის სხდომაზე. არ შეიძლება, სინოდის გარეშე, პატრიარქთან შეთანხმების გარეშე მღვდელმთავარმა მის თავს ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება მისცეს. ეს არის ძალიან მძიმე და უხეში დარღვევა ეკლესიაში. ამას არავითარი გამართლება არ აქვს",- განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე