აშშ-ში ბულგარეთის ყოფილი ელჩი კოსმეტიკის ქურდობისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:01 | 28.02.2017
ნანახია: 1412

აშშ-ში ბულგარეთის ყოფილი ელჩი ელენა პოპტოდოროვა ვარშავის აეროპორტში კოსმეტიკის ქურდობისთვის დააკავეს.

მედიის ცნობით, მოპარული კოსმეტიკის ღირებულება 400 დოლარს შეადგენდა. პოპტოდოროვამ, რომელსაც დიპლომატიური პასპორტი აქვს, ბულგარეთის საელჩოსთვის მიმართვაზე უარი განაცხადა.

პოპტოდოროვა აშშ-ში ბულგარეთის ელჩი 2010-2016 წლებში იყო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე