დღეს გამოჩნდება, საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და მისი მფარველი პრორუსული დამპყრობლური ძალები - მეუფე პეტრე

საქართველო, თბილისი - 15:42 | 28.02.2017
ნანახია: 1742

როდესაც საჯარო განცხადება გავაკეთე და ხმა ავიმაღლე, პროკურატურას გაუჩნდა კითხვები. მზად ვარ, ჩემ წინააღმდეგ აღძრულ განსაცდელს შევხვდე ღირსეულად, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ დაკითხვაზე გამოჩნდება, ვინ მართავს პროკურატურას. ამასთან, ის თვლის, რომ უწყება არ იმსახურებს ნდობას.

"დღეს გამოჩნდება, საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და მისი მფარველი პრორუსული დამპყრობლური ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რამდენად მართავენ პროკურატურას. მამა გიორგის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციისა დარღვევისა და სხვა დარღვევებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პროკურატურა არ იმსახურებს ნდობას", - ამბობს მეუფე პეტრე.

ის არ ფიქრობს, რომ მთავარ პროკურატურაში დეკანოზი გიორგ მამალაძის ჩვენების გამო დაიბარეს. ”არა მგონია, დეკანოზის ჩვენებიდან გამომდინარე იყოს. წუხელ გვიან დამთავრდა დაკითხვა, მე როგორც ვიცი და არ მგონია”, - განაცხადა მეუფემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე