საუდის არაბეთის მეფე ინდონეზიას 456 ტონა ტვირთით ეწვევა

საქართველო, თბილისი - 15:24 | 28.02.2017
ნანახია: 1482

 

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულ-აზიზ ალ-საუდი ინდონეზიას მარტში ეწვევა. საინტერესოა, რომ პრესის ყურადღება მის მომავალ ვიზიტს არ მიუქცევია, ამ ჯერზე მედია ყურადღებას ამახვილებს მეფის ტვირთის წონაზე, რომელიც 456 ტონას შეადგენს.

ინდონეზიის დედაქალაქსა და კუნძულ მალიზე საუდის არაბეთის მეფე 1500-კაციანი ამალით ჩადის.

მედიის ცნობით 63 ტონა ტვირთს ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტაში მიიტანენ. დანარჩენ 396 ტონას კი ბალიზე გაგზავნიან. მათ შორის არის Mercedes-Benz S600-ს ორი ავტომობილი, რომელიც უკვე კუნძულზეა. მეფის ტვირთის დათვალიერებისას,  თუ კი რა თქმა უნდა, ამისი შესაძლებლობა მოგეცემათ, ორ ელქტროლიფტსაც აღმოაჩენთ.

ჯაკარტაში მეფეს 178, ბალიზე კი - 394 ადამიანი მოემსახურება.

ვიზიტი 1-9 მარტს შედგება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე