პოლიციელები ბერლინის მეჩეთში ჩხრეკას ატარებენ

საქართველო, თბილისი - 12:10 | 28.02.2017
ნანახია: 1336

პოლიციელები ბერლინის რამდენიმე ობიქტში ჩხრეკას ატარებენ. სამართლადამცველები ჩხრეკენ მოაბიტის მეჩეთსაც, სადაც ტერორისტი ანის ამრი ხშირად დადიოდა.

ჩხრეკის მიზეზი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ისლამისტური კლუბის Fussilet 33-ის დახურვა გახდა, რომლის წევრებიც მოაბიტის რაიონში მდებარე მეჩეთში იკრიბებოდნენ.

ჩხრეკა ასევე მიმდინარეობს საცხოვრებელ სახლებში. დაკავბეულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

2016 წლის 19 დეკემბერს ბერლინის საშობაო ბაზრობაზე ანის ამრი სატვირთო ავტომობილით შევარდა, დაიღუპა 12 ადამიანი, 48 კი დაშავდა. ანის ამრი იტალიაში პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე