მიხეილ ჯანელიძემ გაეროში, საქართველოს ოკუირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
საქართველო, თბილისი - 11:31 | 28.02.2017 ნანახია: 1405
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 27 თებერვალს ჟენევაში გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.
მინისტრმა საბჭოს გააცნო საქართველოში უკანასკნელ წლებში ადამიანთა უფლებების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, ისაუბრა განხორციელებულ რეფორმებზე, მთავრობის ადამიანთა უფლებების სამოქმედო გეგმაზე და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესებში.
საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ადამიანთა უფლებების უმაღლეს კომისარს გასულ სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიოენში ადამიანის უფელებბის დაცვის მხრივ არსებულ შემაშფოთებელ სიტუაციაზე ყურადღების გამახვილებისათვის, ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანთა უფლებების დარღვევებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად მთავრობის დიდი ძალისხმევისა, საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთით სავალალო მდგომარეობაა „განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რეგიონებში დაშვებული არ არის არცერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, მათ შორის აგეროს ადამიანთა უფლებების სადამკვირვებლო მექანიზმი,“-განაცხადა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები, სხვა ხელოვნური დაბრკოლებები და აფხაზეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვ ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.
„აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს მთავრობის ჩართულობის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და საერთაშორისო თანამეგობრობიდან ოკუპირებული რეგიონების სრული იზოლაციისკენ. ჩვენ მტკიცედ მივყვებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზას და მზად ვართ გავუზიაროთ მათ ყველა სარგებელი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკასა და რეფორმებს მოაქვს,“ - განაცხადა მინისტრმა და საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს გადამწყვეტი ქმედებების მიღებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს ისტორიისა და მომავლის განუყოფელი ნაწილია, მიუხედავად დღეს არსებული ხელოვნური ბარიერებისა. „დადგება დღე, როდესაც იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს და მოახდენენ სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანთა უფლებებზე, თავისუფლებაზე და კულტურულ და ენობრივ მრავალფეროვნებაზე. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა,“-განაცხადა ჯანელიძემ.
გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს 34-ეს სესია ქ. ჟენევაში 27-28 თებერვალს იმართება. მინისტრი ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს. ის ასევე ორმხრივ შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















