თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 09:50 | 28.02.2017
ნანახია: 1775

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნისას. თვითმფრინავი კალიფორნიის შტატში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს დაეცა.

ინციდენტი ქალაქ რივერსაიდში მოხდა, თვითმფრინავი ორ საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.

Cessna 310-ის ბორტზე იმყოფებოდა ხუთსულიანი ოჯახი: მშობლები და სამი მოზარდი.

გოგონა დაჯახების დროს თვითმფრინავიდან გადმოვარდა და მსუბუქად დაშავდა. კიდევ ერთი დაშავებული, რომელიც საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

ინციდენტის ადგილზე ოთხი ცხედარი იპოვეს, თუმცა მაშველები მსხვერპლის გაზრდას არ გამორიცხავენ.  მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე