ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა

საქართველო, თბილისი - 16:54 | 27.02.2017
ნანახია: 1336

ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორზე იერიში პალესტინელი მებრძოლების მხრიდან სარაკეტო დარტყმიდან რამდენიმე საათის შემდეგ მიიტანა.

დაშავებულების შესახებ იფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

მედიის ცნობით, თვითმფრინავები ღაზის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 16 სამიზნეს უტევდნენ. დარტყმები ძირითადად ხორციელდებოდა საწვრთნელ ბაზებზე, რომლებსაც პალესტინის სხვადასხვა  დაჯგუფებების მებრძოლები იყენებენ.

ავიაიერიში პალესტინის სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ განხორციელდა. რაკეტა ისრაელის სამხრეთით ჩავარდა. სერიოზული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე