იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო
საქართველო, თბილისი - 13:21 | 30.10.2015 ნანახია: 2240
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო. დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განმარტება, რომ აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობება დაინტერესებულ პირს – მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში, რომელსაც მიეცემა გონივრული ვადა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
"საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის "გ" პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს.
ასეთი ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური იწყებს საქმის წარმოებას სხვა ქვეყნის მოქალაქე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე და შესაბამის დასკვნას, პრეზიდენტის #237 ბრძანებულების 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს.
2015 წლის 30 მაისს, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მოპოვების თაობაზე.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ეს ბრძანებულება, 2015 წლის 30 ოქტომბრის 12 საათის მდგომარეობით, კვლავაც არის გამოქვეყნებული ვებ-გვერდის იმავე მისამართზე. თუმცა, მოგვიანებით, მედიაში ასევე გაჩნდა განსხვავებული ინფორმაციაც. კერძოდ, 2015 წლის 24 ივლისს, თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება გვიანდებოდა.
ამ განცხადებამ გააჩინა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება რეალური და იყო თუ არა ის კვლავ ძალაში.
საქართველოს სახელმწიფო კანონის უზენაესობას ეფუძნება. საქართველოს ხელისუფლებაში 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოსული პოლიტიკური ძალა მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვას და ყველა თანასწორია კანონის წინაშე.
საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულებაა, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობის არმქონე პირად ანუ აპატრიდად იქცევა და შესაბამისად აღარ იქნება არც ერთი სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ (იხ. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი). ამგვარი ნაბიჯები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს მიერ 1961 წლის მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების თაობაზე გაერო-ს კონვენციის ფარგლებში აღებულ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს.
შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზნით დაწყებული პროცედურა არ დაარღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, კანონებსა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, და საქართველოს ეს მოქალაქე არ დარჩებოდა ყოველგვარი მოქალაქეობის გარეშე, გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები.
2015 წლის 22 სექტემბერს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, მიმართა უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობრივი კუთვნილების თაობაზე.
წერილის უპასუხოდ დატოვების გამო, 2015 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დაუკავშირდა საქართველოს საელჩოს უკრაინაში და ითხოვა შუამდგომლობა უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურთან, რათა გამოგზავნილიყო ოფიციალური პასუხი.
2015 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გამოუგზავნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებული ნოტა, რომლის მიხედვითაც, "მიხეილ სააკაშვილი მიღებულ იქნა უკრაინის მოქალაქედ 2015 წლის 29 მაისს უკრაინის პრეზიდენტის #301/2015 ბრძანებულებით, რომელიც დღესაც ძალაშია".
მოცემული ნოტის საფუძველზე, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური დოკუმენტია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით, დღეს, 2015 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო" იწყებს მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოებას.
აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობება დაინტერესებულ პირს უკრაინაში, რომელსაც მიეცემა გონივრული ვადა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
ამის შემდგომ, სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნა მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















