თურქეთის რკინიგზაზე აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 15:31 | 27.02.2017
ნანახია: 1315

აფეთქება მოხდა თურქეთის რკინიგზაზე. ინციდენტი დიარბაქირის პროვინციაში მოხდა. შედეგად სატვირთო მატარებლის სამი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

სააგენტო Anadolu-ს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია, სამართალდამცველები დივერსიას არ გამორიცხავენ.

დიარბაქირის პროვინციაში აქტიურად მოქმედებს  თურქეთში აკრძალული ქურთების მუშათა პარტია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე