”თალიბანის” ლიდერი მოსახლეობას ხეების დარგვისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 13:51 | 27.02.2017
ნანახია: 1296

ისლამისტური მოძრაობა ”თალიბანის” ლიდერმა ავღანეთში ჰაიბათულა აჰუნზადამ ქვეყნის მოსახლეობას ხეების დარგვისკენ მოუწოდა.

თავის მიმართვაში ის მებრძოლებსა და სამოქალაქო პირებს მოუწოდებს თითოეულმა მათგანმა სულ მცირე ხილის ან სხვა ხე დარგოს ”ყოვლადმოწყალე ალაჰის ქმნილებათა სასიკეთოდ”.

ავღანეთი სერიოზულ პრობლემებს აწყდება არსებული ტყეების გამეჩხერების გამო. ქვეყანაში ხეებს არაკანონიერი გზით ჩეხავენ და გათბობის მიზნით იყენებენ.

ჰაიბათულა აჰუნზადა, რომელიც ”თალიბანს” გასული წლიდან ხელმძღვანელობს, ცნობილია უფრო როგორც იმამი და არა სამხედრო ლიდერი.

”ხეების დარგვა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გარემოს დაცვაში, ეკონომიკურ განვითარებასა და პლანეტის გამწვანებაში”, - ნათქვამია ”თალიბანის” ლიდერის განცხადებაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე