სოსო ოხანაშვილი: ეს არის ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის

საქართველო, თბილისი - 09:52 | 27.02.2017
ნანახია: 1305

"მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ეკლესია გათავისუფლდეს მსგავსი ბრძოლებისგან", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს პირადი დაცვის ყოფილმა ხემძღვანელმა სოსო ოხანაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S.-ში განაცხადა. 

"ყველაფერს ვიტყვი! ეს იქნება საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია, იმაზე მეტი რაც ახლა ხდება. ციხე შიგნიდან ტყდება. ეს არის ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის. ეს არის ეკლესიის მტრების მიერ კარგად ორგანიზებული მზაკვრობა.

პატრიარქის კარზე სულ იყო ასეთი ინტრიგები. რა თქმა უნდა, ეს გარედან მართული პროცესებია. პატრიარქს პირდაპირ უთხრეს, რომ დეკანონი გიორგი მამალაძე თქვენს მოსაწამლად მოდიოდაო. ისიც უთხრეს რომ, მე იმიტომ გამომიძახეს, რომ მამა გიორგი მარტო არ მოქმედებდა და მოხდეს ჩემი ამ საქმესთან დაკავშირება", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა P.S.-ში. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე