პოროშენკო ყირიმის მცხოვრებლებს მხარდაჭერას ჰპირდება

საქართველო, თბილისი - 16:37 | 26.02.2017
ნანახია: 1194

უკრაინის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ყირიმის მოსახლეობას უყურადღებოდ არ დატოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" დაწერა.

„რუსეთმა ყირიმის წინააღმდეგ ღია აგრესია განახორციელა და მილიონობით ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ჩვენი მხარდაჭერა არ მოაკლდებათ. ცივილიზებულმა მსოფლიომ იცის, რომ ყირიმი უკრაინის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ,“ - წერს პოროშენკო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე