ციხე შიგნიდან ტყდება, ყველაფერს ვიტყვი - სოსო ოხანაშვილი შოკისმომგვრელ ინფორმაციას გაავრცელებს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:54 | 26.02.2017
ნანახია: 2495

პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ციანის საქმესთან მის დაკავშირებას ცდილობენ. ოხანაშვილის ინტერვიუდან მოკლეამონარიდსპოსტსკრიპტუმიანონსის სახით ავრცელებს.

ოხანაშვილის თქმით, ის ყველაფერს გაააკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ეკლესია გათავისუფლდეს მსგავსი ბრძოლებისაგან.

"ყველაფერს ვიტყვი, ეს შეიძლება საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყოს, იმაზე უფრო მეტი რაც ეხლა ხდება. ციხე შიგნიდან ტყდება", - ამბობს გადაცემის მიერ გავრცელებულ ანონსში სოსო ოხანაშვილი.

მისივე თქმით, "პატრიარქის კარზე სულ იყო ასეთი ინტრიგები და ეს გარედან მართული პროცესებია".

"პირდაპირ უთხრეს პატრიარქს და მე იმიტომ გამომიძახეს, რომ მარტო არ მოქმედებდა მამა გიორგი და მოხდეს ჩემი ამ საქმესთან დაკავშირება",- აცხადებს ოხანაშვილი






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე