პარლამენტში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველო, თბილისი - 17:23 | 23.02.2017 ნანახია: 1419საქართველოს პარლამენტში, 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა.
პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. პანაშვიდის შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, დეპუტატებთან და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფაგვირგვინით შეამკო. მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, ასევე, ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილიმა, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა.
იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თავის გამოსვლაში დღევანდელი დღის მნიშვნელობას გაისვა ხახი და ახალგაზრად იუნკერების გმირობის შესახებ ისაუბრა. „მართლაც, ტრაგედია იყო მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, თითქმის საუკუნის წინ, ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა და ამ დღეს ჩვენი ქვეყნის, მე ვიტყოდი, რჩეული თაობის გამორჩეული გოგოები და ბიჭები დაიღუპნენ. ჩვენ ახლა ვდგავართ იქ, სადაც დასაფლავებული იყვნენ იუნკერები",-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 186 იუნკერს ბოლომდე ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ყველანი დაიხოცებოდნენ, მაგრამ ამ განცდის მიუხედავად, უკან არდაუხევიათ: „ჩვენ მათ, ალბათ, გენეტიკური მეხსიერება გადმოგვცეს, რომ მხოლოდ თავგანწირვით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დაცვას", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე განცხადებით, დიდია მოთხოვნა ქუთაისში არსებულ გენერალ კვინიკაძის სახელობის კადეტთა სკოლაზე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა აღმოსავლეთ საქართველოშიც გაიხსნას მსგავსი სკოლა: „მე მართლაც ვამაყობ ქუთაისში გენერალ კვინიკაძის სახელობის კადეტთა სკოლით. გულწრფელად ვამაყობ ამახალგაზრდებით. მართლაც გამორჩეული თაობა მოდის, თავისი შემართებით, სიყვარულით და აი, ამ წარსული გმირობის დიდი მაგალითებით. ძალიან დიდი მოთხოვნაა ამ სკოლაზე და ასევე, დიდია მოთხოვნა მსგავს სკოლაზე აღმოსავლეთ საქართველოშიც. ადრეც მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ამ გამორჩეულ დღეს, ჩვენი გმირების სახელით, მინდა გთხოვოთ, რომ ანალოგიური სკოლა გავხსნათ აღმოსავლეთ საქართველოში. როგორც თელავის დეპუტატი, მაქსიმალურად გავწევ ჩემს ლობირებას, რომ თელავში დავაფუძნოთ ასეთი სკოლა. ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი მომავალითაობის სწორად აღზრდა, ისე, როგორც ეს ჩვენ, თითქმის საუკუნის წინ გვაჩვენეს ჩვენმა იუნკრებმა", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















