გორბაჩოვი ბავარიის ალპებში ვილას ყიდის

საქართველო, თბილისი - 12:41 | 23.02.2017
ნანახია: 1476

ყოფილი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი გერმანიის ქალაქ ტეგერნზეეში ვილას ყიდის. სახლი ბავარიის ალპებში მდებარეობს.

გამოცემა Süddeutsche Zeitung-ის ცნობით, სამსართულიანი შენობა 1908 წელს არის აშენებული. რამდენიმე წლის წინ მას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მდიდრული სახლის ყიდვა მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს შეუძლიათ

ქალაქის მერის კრისტიან კოკის თქმით, როდესაც გორბაჩოვი ტეგერნზეეში იმყოფებოდა, განმარტოვებულად ყოფნა უყვარდა. ბოლო პერიოდში ვილას იშვიათად სტუმრობდა. სახლის სავარაუდო ფასი არ სახელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე