პაკისტანში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 23.02.2017
ნანახია: 1364

აფეთქება მოხდა პაკისტანის ქალაქ ლახორში. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, 15 კი დაშავდა.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება დილით ერთ-ერთ კომერციულ დაწესებულებაში მოხდა. დაზიანდა შენობის ნაწილი.

პოლიცია აფეთქების მიზეზებს ადგენს. სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებმა მედიას განუცხადეს, რომ გენერატორი აფეთქდა. ამასთან სამართალდამცველები ტერაქტსაც არ გამორიცხავენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე