მეუფე ანტონი: ხელისუფლებამ იჩქარა და აშკარაა, რომ გამოუცდელები არიან

საქართველო, თბილისი - 16:16 | 22.02.2017
ნანახია: 1689

„ხელისუფლებამ იჩქარა. აშკარაა, რომ გამოუცდელები არიან", - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა განაცხადა. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში მეუფე ანტონი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს გამოეხმაურა.

„ხელისუფლებამ იჩქარა. აშკარაა, რომ გამოუცდელები არიან. ვინც ძველი გამომძიებელი და ძველი მუშაკია, ის ასე არ გააკეთებდა. რა თქმა უნდა, თუ მტკიცებულებები არსებობს, მისი მიჩუმათება არაფრით არ შეიძლება. არ შეიძლება, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვო, რადგან ბრალდება სერიოზულია“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირები ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან, სადაც ნატო-სა და ევროკავშირის სტრუქტურების მუშაობას ეცნობიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე