წყალდიდობა კალიფორნიაში- სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 10:54 | 22.02.2017
ნანახია: 1779

კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეს გარეუბნებიდან წყალდიდობის გამო 225 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მაშველებმა ადგილობრივები ნავებით სპეციალურ დეზინფექციის ზონაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მათ თავშესაფარში მოათავსებენ. საგანგებო სამსახურების წარმომადგენლების თქმით, წყლის ნაკადს მოაქვს ნამსხვრევები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, საავტომობილო ზეთი, რამაც შესაძლოა ადამიანების ჯანმრთელობა დააზიანოს.

ქალაქის ხელისუფლება მოქალაქეებს სახლების დატოვებისკენ მოუწოდებს. მანამდე ძლიერი წვიმების გამო ქალაქის პარკები და გასართობი ცენტრებიც დახურეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე