ჰოლივუდში ტრამპის ვარსკვლავის დაზიანებისთვის მამაკაცს 3-წლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 10:15 | 22.02.2017
ნანახია: 1545

ლოს-ანჯელესის მკვიდრს, რომელმაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში დონალდ ტრამპის ვარსკვლავი დააზიანა, სამწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ოქტომბრის ბოლოს მან უროთი გატეხა სახელობის ვარსკვლავი, რომელიც ახლანდელმა პრეზიდენტმა ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაიმსახურა. მოგვიანებით ტრამპის ვარსკვლავი აღადგინეს და ამჟამად მას დღე-ღამის განმავლობაში იცავენ.

Los Angeles Daily News-ის ცნობით, 53 წლის ჯეიმს ლამბერტ ოტისმა დანაშაული აღიარა. პირობითი სასჯელის გარდა მას 20-დღიანი საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულება და 4 400 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე