საუბარია შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 17:05 | 20.02.2017
ნანახია: 1810

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მამალაძეს ბრალში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. 

ჩაფიძის კლინიკაში მამა გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ მან განაცხადა ასევე, რომ პატრიარქს არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა.

„არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა. საქართველოში არანაირი უბედურება არ გვეწეოდა. საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, მდივან-რეფერენტის მიმართ“, - განაცხადა რამიშვილმა. 

მისივე თქმით, ბარგი, რომელშიც თითქოსდა აღმოჩენილია ციანიდი, დაკავებიდან 6 საათის 40 წუთის შემდეგ მიიტანეს იქ, სადაც იყო მამა გიორგი მამალაძე.

მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებებს გიორგი ფანცულაიასთან ერთად მიხეილ რამიშვილიც დაიცავს. რამიშვილს მამა გიორგის უფლებების დაცვის თხოვნით დეკანოზის ოჯახი დაუკავშირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე