ძალიან ბევრი ვართ და არავის მივცემთ უფლებას, საქართველო ჩააბნელოს - მაია ასათიანი

საქართველო, თბილისი - 15:41 | 19.02.2017
ნანახია: 4402

არავის მივცემთ უფლებას, საქართველო ჩააბნელოს",-ამის შესახებ ჟურნალისტმა მაია ასათიანმა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.  მან საზოგადოებას ტელეკომპანიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "წარღვნა ახლა იწყება".

"სხვა გზა და ხსნა არ დაგვიტოვეს. აქ ვდგავართ ყველა ერთად. მინდა მივმართო, ვინც ახლა ტელეეკრანებთან არის, ძალიან ბევრი ვართ და არავის მივცემთ უფლებას, საქართველო ჩააბნელოს. 13 ივნისს რუსთავი 2-მა გააგებინა ხალხს, რომ წარღვნა იწყებოდა, ხოდა ახლა წარღვნა იწყება. დადექით ჩვენთან ერთად. საქართველოში მზე ოქროყანიდან არ ამოდის!”, -  განაცხადა ასათიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე