ერაყის არმია მოსულის გათავისუფლების ოპერაციას იწყებს

საქართველო, თბილისი - 11:27 | 19.02.2017
ნანახია: 1374

ერაყის არმია მოსულის გათავისუფლების ოპერაციას იწყებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ განაცხადა.

მისივე თქმით, არმიისთვის მთავარი ამოცანა პირველ რიგში ტერორისტებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოხსნა იქნება. მოსულის მცხოვრებლების უფლებების დაცვას ითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც.

ჰუმანიტარულ საკითხთა საკოორდინაციო კომიტეტი ვარაუდობს, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შედეგად ქალაქის დატოვება 400 ათასზე მეტ ადამიანს მოუხდება, რაც ლტოლვილების ახალ ნაკადს წარმოქმნის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე