პაკისტანში ტერაქტის შემდეგ 30 ტერორისტი გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 13:49 | 17.02.2017
ნანახია: 1386

30 მებრძოლი გაანადგურეს პაკისტანში სპეცოპერაციის შედეგად. სპეცოპერაცია პაკისტანის რამდენიმე რაიონში ჩატარდა.

შინაგანი ჯარების სპეცდანაყოფებმა სინდის პროვინციის სამხრეთით 18 მებრძოლი გაანადგურეს, ჩრდილო-დასავლეთით კი ლიკვიდირებულია კიდევ 11 ტერორისტი. ოთხი ექსტრემისტი სამხედრო ბლოკ-პოსტზე იერიშისას გაანადგურეს.

რეიდები მეჩეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ დაიწყო. თვითმხილველთა თქმით, ტერორისტმა მლოცველების ჯგუფში ყუმბარა გადაადგო, რომელიც არ აფეთქდა, ამის შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერაქტს 74 ადამიანი ემსხვერპლა 150-ზე მეტი დაიჭრა. დაშავებულთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე