საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე - ირაკლი კობახიძე ე.წ. ​ციანიდის საქმეზე

საქართველო, თბილისი - 12:08 | 17.02.2017
ნანახია: 1484

ე.წ. ​ციანიდის საქმეზე შეფასებებისგან თავს იკავებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოება გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს.

„ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება გამოძიების საბოლოო დასრულებამდე, არის დამაზიანებელი თავად გამოძიებისთვის. აქედან გამომდინარე, მე პირადად თავს შევიკავებ ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებისგან. მთავარია, ჩვენ არ ვიჩქაროთ, მთავარია დაველოდოთ გამოძიებას, გამოძიებამ უნდა გასცეს საბოლოოდ პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც ჩვენ გვაქვს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე