ვიცე-ადმირალმა ჰარვარდმა ტრამპის მრჩევლის პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 17.02.2017
ნანახია: 1342

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი მაიკლ ფლინის სკანდალური გადადგომის შემდეგ კვლავ ვაკანტურია. დონალდ ტრამპის შეთავაზებაზე უარი 60 წლის გადამდგარმა ვიცე-ადმირალმა რობერტ ჰარვარდმა უარი განაცხადა. მან ამის მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.

ფლინმა პოსტი 14 თებერვალს დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ გასული წლის დეკემბერში ის აშშ-ში რუსეთის ელჩთან სერგეი კისლიაკოვთან სანქციების გაუქმების შესახებ საუბრობდა. ეს კი ამერიკის კანონმდებლობას ეწინააღმდგება, რადგან იმ დროისათვის ფლინი სახელმწიფო სამსახურში არ იმყოფებოდა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჰარვარდის უარი მისი ოჯახური ფინანსური მდგომარეობით ახსნა, თუმცა ამერიკული მედია იუწყება, რომ ადმირალს თავისი გუნდის მოყვანა სურდა, რაზეც პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ დაეთანხმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე