პაკისტანში ტერაქტს 70 ადამიანი ემხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 17.02.2017
ნანახია: 1322

სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაიჭრა პაკისტანის ერთ-ერთ ტაძარში მომხდარი აფეთქებისას. დასშავებულთა უმეტეოსობის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

აფეთქება სინდის პროვინციის ქალაქ სეხვან-შარიფში მოხდა.

თვითმკვლელმა თავი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტაძარში - ფილოსოფოს ლალა შახბაზ კალანდარის მავზოლეუმში აიფეთქა.

აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ტაძარში მორწმუნეები საღამოს ლოცვისთვის ემზადებოდნენ.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე