64 წლის ქალმა ტყუპები გააჩინა

საქართველო, თბილისი - 14:39 | 16.02.2017
ნანახია: 1504

ესპანეთის ქალაქ ბურგოსში 64 წლის ქალმა ტყუპები- ბიჭი და გოგო გააჩინა.

საავადმყოფოს Recoletas Burgos-ის ექიმების თქმით, ქალს საკეისრო კვეთა გაუკეთეს. ახალშობილი ბიჭი 2,4 -ს, გოგონა კი - 2,2 კგ-ს იწონის.

ესპანური მედიის ცნობით, დასაორსულებლად ქალმა რეპროდუქციული მკურნალობის კურსი აშშ-ში გაიარა.

ექიმები პაციენტის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა საავადმყოფომ თავის საიტზე გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს როგორ უკეთებენ საკეისრო კვეთის ოპერაციას პაციენტს.

ექიმების ცნობით, ტყუპები და დედა თავს კარგად გრძნობენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე