დუბაიში უპილოტო სამგზავრო საფრენი აპარატის გასაშვებად ემზადებიან

საქართველო, თბილისი - 14:03 | 15.02.2017
ნანახია: 1403

დუბაიში უპილოტო საფრენი სამგზავრო აპარატის წარსადგენად ემზადებიან. გავრცელებული ცნობით, ახალი აპარატი მგზავრების გადასაყვანად გამოიყენება და ფრენას ივნისიდან დაიწყებს. 

საფრენმა აპარატმა საცდელი ფრენები უკვე განახორციელა. უპილოტო თვითმფრინავს საათში 160 კილომეტრი სიჩქარის განვითარება შეუძლია. 

აპარატი ჰაერში ყოფნას მხოლოდ ნახევარი საათით შეძლებს, რადგან ბატარეის ძალა უფრო ხანგრძლივი ფრენის საშუალებას არ იძლევა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე