მალაიზიაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:00 | 15.02.2017
ნანახია: 1405

მალაიზიაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს.

მედიის ცნობით, დაკავება კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. სხვა დეტალები უცნობია.

13 თებერვალს მალაიზიის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის უფროს ძმას კიმ ჩენ ნამს თავს დაესხნენ.  სხვადასხვა ვერსიით, კიმ ჩენ ნამს სასიკვდილო ჭრილობები ან მოწამლული ნემსებით მიაყენეს, ან ტოქსიკური სითხე შეასხეს.

გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმაზე თავდასხმა ორმა ქალმ განახორციელა, რომლებიც დანაშაულის ადგილიდან ტაქსით მიიმალნენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე