ჰარისონ ფორდი სამგზავრო თვითმფრინავთან შეჯახებას გადაურჩა

საქართველო, თბილისი - 12:45 | 15.02.2017
ნანახია: 1370

ჰოლივუდის ვარსკვლავი და მოყვარული ავიატორი ჰარისონ ფორდი თვითმფრინავით დაშვებისას დასაფრენ ბილიკს ასცდა და American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავთან შეჯახებას ძლივს გადაურჩა.

ამერიკული მედიის ცნობით, ინციდენტიი კალიფორნიაში ლოს-ანჯელესთან ახლოს ჯონ უეინის აეროპორტში მოხდა.

ფორდმა თვითმფრინავი მისთვის განკუთნილი ბილიკის ნაცვლად პარალელურ ბილიკზე დასვა, სადაც American Airlines-ის თვითმფრინავი გასაფრენად ემზადებოდა. 74 წლის მსახიობის საბედნიეროდ ლაინერს მოძრაობა ჯერ დაწყებული არ ჰქონდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ American Airlines-ის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 110 მგზავრი იმყოფებოდა, მშვიდობიანად აფრინდა.

ფორდის წარმომადგენელს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე