ტეხასში ტორნადო მძვინვარებს -არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 10:50 | 15.02.2017
ნანახია: 1428

ტორნადოს სერია დაატყდა თავს ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონს.

”ასოშიეიტედ პრესის” ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით დანგრეულია ოთხი სახლი და დაზიანებულია კიდევ რამდენიმე შენობა.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა შტატის რამდენიმე ოლქის ხელისუფლება ტორნადოს შესახებ გააფრთხილა. რამდენიმე ოლქში დაზიანდა ელქტროგადამცემი ხაზები. ელექტროენერგიის აღსადგენად საგანგებო სამსახურები მუშაობენ. საერთაშორისო ორგანიზცია წითელი ჯვრის თანამშრომლები დაზარალებულებს დახმარებას უწევენ.

მანამდე ტორნადოების სერია ლუიზიანას შტატს დაატყდა თავს, რომლის შედეგადაც 30-მდე ადამიანი დაშავდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე