ტაილანდში კოკაინი ლოსიონის ბოთლებით შეჰქონდათ

საქართველო, თბილისი - 19:15 | 14.02.2017
ნანახია: 1326

ტაილანდის პოლიციამ ეკვადორისა და რუსეთის მოქალაქეები დააკავა. მათ ქვეყნის ტერიტორიაზე 2,3 კილოგრამი კოკაინი ლოსიონის ბოთლებით შეჰქონდათ.

ნარკოტიკი ლოსიონის ხსნარში იყო შერეული, რამაც სამართალდამცველები საგონებელში ჩააგდო.

რა მეთოდით აპირებდნენ კოკაინის ლოსიონისგან განცალკევებას, დაკავებულები ამ დრომდე არ აღიარებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე