უკრაინის პრემიერმა ტიმოშენკოს კორუფციის დედა უწოდა

საქართველო, თბილისი - 15:09 | 14.02.2017
ნანახია: 1358

უკრაინის პრემიერმა ვლადიმერ გროისმანმა ქვეყნის ექს-პრემიერს, საპარლამენტო ფრაქციის ”ბატკივშინას” ლიდერს იულია ტიმოშენკოს უკრაინის ეკონომიკის სისუსტის, კორუფციისა და პოპულიზმის დედა უწოდა.

მანამდე ტიმოშენკომ უკრაინის მთავრობის გადაგომის შესახებ საკითხის დაყენება აუცილებლობად მიიჩნია. მისი თქმით, მთვარობა გროისმანის ხელმძღვანელობით კომუნალურ მომსახურეობაზე დაწესებული ტარიფების გამო შექმნილი კრიზისის ფონზე უნდა გადადგეს.

”ვფიქრობ,  რომ იულია ტიმოშენკო უკრაინის ეკონომიკის სისუტის, უკრაინის დამოუკიდებლობის განადგურების, კორუფციის, პოპულიზმისა და არაეფქტურობის დედაა”, - განაცხადა გროისმანმა მთავრობის სხდომაზე.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე