ერაყი ”ისლამური სახელმწიფოს” მეთაურის ალ-ბაღდადის დაჭრის ფაქტს ვერ ადასტურებს

საქართველო, თბილისი - 13:01 | 13.02.2017
ნანახია: 1405

ერაყის შეირაღებული ძალების ხელმძღვანელობა ”ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაჭრის ფაქტს ვერ ადასტურებს.

არაბულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ერაყის ქალაქ ელ-ქაიმში ავიადარტყმების შედეგად ალ-ბაღდადის დაჭრის შესახებ. ტელეკომპანია Alhurra-ს ცნობით, ტერორისტი მძიმედ დაიჭრა და სამკურნალოდ სირიაშია გადაყვანილი.

სამხედროების თქმით, ავიაიერიშის მიზანს ელ-ქაიმში ”ისლამური სახელმწიფოს” ლიდერების შეკრების ადგილის განადგურება წარმოადგენდა. ავიადარტყმების შედეგად რამდენიმე ტერორისტი დაიღუპა. თუ რომელი ქვეყნის საჰაერო ძალებმა განახორციელეს ავიაიერიში, სამხედროებს არ დაუკონკრეტებიათ.

ალ-ბაღდადის დაჭრის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ერაყის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე