გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 12:18 | 13.02.2017
ნანახია: 1533

თურქმენეთის სპარეზიდენტო არჩევნებში გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა გაიმარჯვა, მან ამომრჩეველთა ხმების 98 პროცენტი მიიღო.

არჩევნებში სულ ცხრა კანდიდატი იყრიდა კენჭს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში ხმა ამომრჩეველთა 97 პროცენტმა მისცა.

ბერდიმუჰამედოვისთვის ეს მესამე საპრეზიდენტო ვადაა. გასული წლის სექტემბერში მისი ინიციატივით კონსტიტუციაში შესწორებები შევიდა, რომლის მიხედვით საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე