აშშ-ში ყველაზე მაღალი კაშხლის ნგრევის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:30 | 13.02.2017
ნანახია: 1675

აშშ-ში ყველაზე მაღალი კაშხლის ნგრევის გამო მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა. კალიფორნიის შტატის ქალაქ ოროვილში ძლიერმა წვიმებმა მთავარი წყალსაგდების ეროზია გამოიწვია.

ქალაქის შერიფის განცხადებით, ავარიული წყალსაგდების დანგრევამ შესაძლოა ოროვილის წყალსაცავიდან უკონტროლო წყლის მასის გადმოსვლა გამოიწვიოს. ამჟამად ტბის წყლის მოცულობა 4,3 მლრდ კუბამეტრს აჭარბებს.

კალიფორნიის ხელისუფლებამ სახიფათო ზონიდან 130 ათასი ადამიანის ევაკუაცია დაიწყო.

სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესის” ინფორმაციით, ევაკუაცია ვრდელდება რამდენიმე ქალაქსა და დასახლებულ პუნქტზე.  სააგენტოს ცნობით, ქალაქების გასასვლელებში უზარმაზარი საცობებია შექმნილი.

ხელისუფლების განცახდებით, იწყება ოროვილის წყალსაცავში  წყლის დონის შემცირებისთვის სათანადო ზომების გატარება.

მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ქალაქ ოროვილში  ქაოსისა და მაღაზიების ძარცვის შესახებ, რაც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებმა არ დაადასტურეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე