ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის გაშვება აღიარა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 13.02.2017
ნანახია: 1398

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტის გაშვება წარმატებით დასრულდა.

ქვეყნის ოფიციალური მედიის ინფორმაციით, რაკეტის გამოცდას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინიც ესწრებოდა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით რაკეტამ იაპონიის ზღვის მიმართულებით 500 კმ იფრინა. სამხრეთკორეელი სამხედროები ვარაუდობენ, რომ ის საშუალო რადიუსის მოქმედების ბალისტიკური რაკეტა ”როდონი” იყო.

ჩრდილოეთ კორეის ქმედება მძაფრად გააკრიტიკეს ნატომ და ეროკავშირმა, ასევე აშშ-მა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე